ტრამპის ადმინისტრაციის დელეგაცია მინსკში ჩავიდა და ლუკაშენკოს შეხვდა, შეხვედრის შემდეგ ლუკაშენკომ ათობით პოლიტპატიმარი გაათავისუფლა – ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს Telegram-არხზე ვრცელდება.
დელეგაციას ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, ჯონ კოული ხელმძღვანელობს.
“მე ყოველთვის მზად ვარ განვიხილო ნებისმიერი საკითხი და ვუპასუხო ნებისმიერ კითხვას. მაგრამ მე კატეგორიულად გთხოვთ რეგიონალური საკითხების განხილვას. არა მხოლოდ უკრაინის პრობლემებისა, არამედ ომის შესახებ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ ჩემი აზრი გლობალურ საკითხებზე, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან თქვენ ებრძვით ჩვენს მეგობრებს და მე მზად ვარ ამ თემაზე ღიად ვისაუბრო.” – უთხრა ლუკაშენკომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

