აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპის ადმინისტრაცია ირანში დამატებით ათასობით ამერიკელი სამხედროს გაგზავნაზე მსჯელობს, რაც მიანიშნებს, რომ ირანში ომი, შესაძლოა, ახალ ფაზაში გადავიდეს – „როიტერი“

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანში კიდევ ათასობით ამერიკელი სამხედროს გაგზავნაზე მსჯელობს, ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ირანში მიმდინარე ომი, შესაძლოა, ახალ ფაზაში გადავიდეს, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს. 

როგორც სააგენტო წერს, დამატებითი სამხედროების განლაგებამ ტრამპს, შესაძლოა, შესაძლებლობა მისცეს, სხვა ვარიანტები განიხილოს ოპერაციის გასაფართოებლად.

როგორც „როიტერს“ ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, ვარიანტებს შორის არის ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფა, თუმცა ამ შემთხვევაში აშშ-ს ჯარების ირანის სანაპირო ზოლში განლაგება მოუწევს.

ამასთან, სააგენტოსთან საუბარში ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის კიდევ ერთი ვარიანტია კუნძულებ ხარგზე სამხედროების განლაგება. წყაროების ცნობით, მსგავსი ოპერაცია სარისკო იქნება და აღნიშნავენ, რომ ირანს აქვს რესურსი, კუნძულს რაკეტებითა და დრონებით შეუტიოს.

იტვირთბა....