აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ემანუელ მაკრონს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, რათა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომი დაეგმო” – აბას არაღჩი

ემანუელ მაკრონს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, რათა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომი დაეგმო, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.

აბას არაღჩი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ირანსა და კატარში ბუნებრივი აირის ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ კატარის ამირასა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა.

„მან არ დაგმო ისრაელის მოქმედება, როდესაც თეირანში საწვავის საცავი ააფეთქა, რის შემდეგაც მილიონობით ადამიანი ტოქსინების ზემოქმედების ქვეშ მოექცა. მისი ამჟამინდელი „შეშფოთება“ ჩვენს ბუნებრივი აირის ობიექტებზე ისრაელის თავდასხმას არ მოჰყოლია. ეს ჩვენს საპასუხო მოქმედებას მოჰყვა. სამწუხაროა“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

ცნობისთვის, ისრაელის მიერ ირანში ფარსის გაზის საბადოზე დარტყმისა და ირანის მიერ კატარის რას ლაფანის თხევადი ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ ობიექტზე დარტყმების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა მხარეებს მოუწოდა, რომ „სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, კერძოდ, ენერგეტიკული და წყალმომარაგების ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებზე მორატორიუმი გამოაცხადონ“.

იტვირთბა....