არაბული და ისლამური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ირანს თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ერ-რიადში გაიმართა, სადაც მათ ირანის მიერ სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული იერიშები დაგმეს.
„მინისტრებმა დაგმეს ირანის მიერ სამოქალაქო ობიექტებზე, ნავთობის ობიექტებზე, აეროპორტებზე, საცხოვრებელ კომპლექსებსა და დიპლომატიურ შენობებზე განზრახ განხორციელებული თავდასხმები. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი თავდასხმების გამართლება არ შეიძლება და დაადასტურეს მათი სახელმწიფოების უფლება, რომ გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად, საკუთარი თავი დაიცვან“, – ნათქვამია შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
შეხვედრაში მონაწილეობა აზერბაიჯანის, ბაჰრეინის, ეგვიპტის, იორდანიის, ქუვეითის, ლიბანის, პაკისტანის, კატარის, საუდის არაბეთის, სირიის, თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს.

