სტუ-ის 5 მოშიმშილე ლექტორიდან 4 ლექტორი მშრალ შიმშილობას დროებით წყვეტს. მათი განცხადებით, ამის მიზეზი მძიმე მარხვის ვნების კვირეულია.
“ეს მოხდა წმინდა რელიგიურ საფუძველზე, იმიტომ რომ ვნების კვირაში შიმშილობას აზრი არ აქვს, ეს არ არის საპროტესტო აქცია და ვნების კვირაში ეს არც რელიგიურ აქტად ჩაითვლებოდა“, – აცხადებს აქციის ორგანიზატორი დავით წიქარაშვილი.
პროფესორების მოთხოვნები უცვლელია: დაკავებული თანამდებობები დატოვონ უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა, საბჭოს წევრებმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა; დაიწყოს უნივერსიტეტის რეფორმირება და არსებული მდგომარეობა შეისწავლოს სახელმწიფო აუდიტმა.
ამ ეტაპზე, ტექნიკურ უნივერსიტეტში შიმშილობას ერთი ლექტორი განაგრძობს.