რთულ პერიოდებში ილია II მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით წინ უძღოდა თავის მრევლს და მტკიცედ იცავდა წმინდა ქართული ეკლესიის მისიას. ამის შესახებ განცხადებას სრულიად სომეხთა კათოლიკოსი, გარეგინ II ავრცელებს.
“მისი უწმინდესობის კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მრავალწლიანი სასულიერო მსახურება რწმენის სიმტკიცისა და თავდადებული სულიერი ლიდერობის დასტური იყო. მისი პატრიარქობა აღინიშნა საქართველოში სულიერი ცხოვრების აღორძინებით, ეკლესიური ცხოვრების განმტკიცებითა და გამოცოცხლებით. რთულ პერიოდებში პატრიარქი მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით წინ უძღოდა თავის მრევლს და მტკიცედ იცავდა წმინდა ქართული ეკლესიის მისიას”, – აღნიშნავს გარეგინ II.
ასევე აღნიშნულია, რომ გარეგინ II-მ “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებსა და მგლოვიარე მეგობარ ქართველ ხალხს უსურვა, რომ მისი უწმინდესობის ხსოვნა ყოველთვის ნათელი დარჩეს მისი ერთგული შვილების გულებში და მომავალი თაობებისთვის შთაგონების წყარო გახდეს”.

