ახალი ამბები მთავარი

პრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში “ქართულ საღამოს” დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ პარიზის უძველეს უბანში მდებარე „სენ-ჟერმენის აუდიტორიაში“, რომელიც პარიზის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ კულტურულ დაწესებულებას წარმოადგენს გამოფენა “ძველი საქართველო” დაათვალიერეს. საფრანგეთში ფართო პუბლიკის წინაშე პირველად იქნა წარმოდგენილი მე-19 საუკუნის ფრანგი მოგზაურების მიერ საქართველოში გადაღებული ფოტოები.
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ასევე დაესწრნენ კონცერტის რეპეტიციას, სადაც საფრანგეთში მცხოვრებმა ქართული დიასპორის პატარა წარმომადგენლებმა ხალხური სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.
„ქართული საღამო“ პარიზში, „ქართველთა კულტურის კერა ლაზი“-ს ორგანიზებით, გაიმართა. ასოციაცია „ქართველთა კულტურის კერა ლაზი“, რომელიც 2009 წელს დაარსდა, საფრანგეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეს ემსახურება.

იტვირთბა....