თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვას დაესწრო. -ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სადღესასწაულო წირვა-ლოცვა თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავით ლონდარიძემ აღავლინა.
თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებულ ძალებსა და სრულიად საქართველოს ბზობისა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულები მიულოცა და მშვიდობა უსურვა. ”ბზობას ვულოცავ მთელ საქართველოს, ბედნიერ და რაც მთავარია, მშვიდობიან აღდგომას შევხვდროდეთ ყველა ერთად. დღეს სიხარულის დღეა, მუდმივად ასეთი გახარებული ყოფილიყოს ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.