უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ღვაწლი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ისტორიისა და რწმენის ნაწილად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
როგორც მან განმარტა, უწმინდესის როლი სცილდება რელიგიურ ფარგლებს, მან შეძლო ეკლესიის დამოუკიდებლობისა და ავტოკეფალიის აღდგენა, რითაც წერტილი დაუსვა 1811 წლიდან დაწყებულ რუსიფიკაციას.
„დღეს საქართველოსთვის გლოვის დღეა! უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ღვაწლი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ისტორიისა და რწმენის ნაწილად. უწმინდესის როლი სცილდება რელიგიურ ფარგლებს, მან შეძლო ეკლესიის დამოუკიდებლობისა და ავტოკეფალიის აღდგენა, რითაც წერტილი დაუსვა 1811 წლიდან დაწყებულ რუსიფიკაციას. ამით დაგვიმტკიცა, რომ დამოუკიდებელი ეკლესია დამოუკიდებელი სახელმწიფოს საფუძველია. ვუერთდები საერთო ტკივილს და ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

