უკრაინის საელჩო საქართველოში, უსამძიმრებს ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის გარდაცვალებას.
“გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებლურ თემს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო.
უკრაინელები მადლიერებით იხსენებენ მის უწმინდესობას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული დაუნდობელი, არაპროვოცირებული ომის პირველ წელს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ გაწეული დახმარებისთვის” – წერს უკრაინის საელჩო საქართველოში.

