აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

მედიის ცნობით, თეირანში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე ირანის დაზვერვის მინისტრი, ესმაეილ ხატიბი იყო

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღამით ირანის დედაქალაქ თეირანში განხორციელებული საჰაერო დარტყმის სამიზნე ქვეყნის დაზვერვის მინისტრი, ესმაეილ ხატიბი იყო, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ისრაელელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

დარტყმის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, Iran International-მა გაავრცელა, რომელიც ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა მალევე დაადასტურა.

The Times of Israel-ი წერს, რომ ისრაელი დარტყმის შედეგებს იკვლევს.

იტვირთბა....