აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

WSJ: მოსადი ირანელ მეთაურებს ტელეფონით დაუკავშირდა და გაფრთხილა, სახალხო აჯანყების შემთხვევაში გვერდზე გადაგნენ

The Wall Street Journal-ის ცნობით, ისრაელის დაზვერვა ირანელ მეთაურებს დაუკავშირდა და გააფრთხილა, რომ სახალხო აჯანყების შემთხვევაში გვერდზე გადგნენ. გამოცემა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებმა ირანის მაღალი თანამდებობის პირებსა და საველე მეთაურებს ტელეფონის საშუალებით დაურეკეს და დაემუქრნენ, რომ მოკლავენ, თუ აჯანყების შემთხვევაში მოსახლეობას დაუპირისპირდებიან.

The Wall Street Journal-ის ცნობით, მოიპოვეს აუდიოჩანაწერი, რომელშიც ირანის პოლიციის მაღალჩინოსნისა და მოსადის აგენტს შორის საუბარი ისმის:

“გესმით ჩემი? ჩვენ ყველაფერი ვიცით თქვენს შესახებ. თქვენ ჩვენს შავ სიაში ხართ, ჩვენ გვაქვს სრული ინფორმაცია თქვენზე და თქვენს ოჯახზე – ამბობს მოსადის აგენტი სპარსულად.

“გასაგებია“ – პასუხობს ირანელი მეთაური ჩანაწერში.

მოსადის აგენტი: „წინასწარ გაფრთხილებთ, რომ თქვენს ხალხს გვერდით დაუდგეთ. თუ ამას არ გააკეთებთ, თქვენი ბედი იგივე იქნება, რაც თქვენი ლიდერის. გესმით ჩემი?“ ირანელი პოლიციელი: „ძმაო, ყურანს ვფიცავარ, შენი მტერი არ ვარ, მე უკვე მკვდარი ვარ. უბრალოდ, გთხოვთ, დაგვეხმარეთ“.

იტვირთბა....