აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ალი ლარიჯანის მკვლელობა ირანის დესტაბილიზაციას არ გამოიწვევს” – აბას არაღჩი

ალი ლარიჯანის მკვლელობა ირანის დესტაბილიზაციას არ გამოიწვევს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ „ალ-ჯაზირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აბას არაღჩის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაცია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე გავლენას არ მოახდენს.

მისი თქმით, ირანის პოლიტიკური სისტემა მყარია და მან მუშაობა ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობის შემდეგაც გააგრძელა.

„არ ვიცი, ამერიკელებმა და ისრაელელებმა ეს საკითხი აქამდე რატომ ვერ გაიგეს. ირანის ისლამურ რესპუბლიკას პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინსტიტუტებით ჩამოყალიბებული ძლიერი პოლიტიკური სტრუქტურა აქვს. ერთი პირის ყოფნა ან არყოფნა ამაზე გავლენას არ ახდენს“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იტვირთბა....