აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-მა ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის მიწისქვეშა სარაკეტო ობიექტები დაბომბა

აშშ-მა ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის მიწისქვეშა სარაკეტო ობიექტები დაბომბა, – ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს.

„რამდენიმე საათის წინ, აშშ-ის სამხედრო ძალებმა წარმატებით გამოიყენეს რამდენიმე 5,000 ფუნტიანი, ღრმად შეღწევადი საბრძოლო მასალა ირანის სანაპირო ზოლის გასწვრივ, ჰორმუზის სრუტის მახლობლად მდებარე ირანის მიწისქვეშ გამაგრებულ სარაკეტო ობიექტებზე“, – წერს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა X-ზე.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ აშშ-მა დარტყმები GBU-72-ის ტიპის ბომბებით განახორციელა, რომლებიც მიწისქვეშა სამიზნე ობიექტების წინააღმდეგ გამოიყენება.

იტვირთბა....