საქართველოში ნორვეგიის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ნორვეგიის საელჩო თბილისში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო.
ვიზიარებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ხალხის დიდ მწუხარებას.
ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა ყველას, ვინც ამ დიდ დანაკარგს გლოვობს” – წერია განცხადებაში.

