ახალი ამბები მთავარი

ვაკეში მომხდარი ხანძრის მიზეზებს იძიებენ

 

გუშინ კომპანია არქი ჯგუფის კუთვნილ მშენებარე კორპუსში ხანძარი გაჩნდა, იქ სადაც სამშენებლო მასალები იყო შენახული. დამწვარია 170 კვმ. ფართი.

ინციდენტის დროს შენობაში სამუშაოები არ მიმდინარეობდა – შედეგად არავინ დაშავებულა.

მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით ობიექტიდან ხალხის ევაკუაცია მოახდინეს.

თვითმხილველების თქმით, შესაძლოა ცეცხლი ელექტროსადენებიდან გაჩნდა – ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

იტვირთბა....