საქართველოში სლოვაკეთის ელჩი მატიუშ ბუსოვსკი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს“, – წერს საქართველოში სლოვაკეთის ელჩი მატიუშ ბუსოვსკი.

