აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ…ილია II მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა” – EU-ს წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას.

მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა” – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....