აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის” – ისრაელის საელჩო

საქართველოში ისრაელის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას უდიდეს დანაკარგად აფასებს და სამძიმარს უცხადებს ქართველ ხალხსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. შესაბამისი განცხადება საელჩომ  გაავრცელა.

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის.

ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას.

ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას” – წერია ისრაელის საელჩოს განცხადებაში.

იტვირთბა....