ახალი ამბები

“ვუსამძიმრებ ეკლესიასა და ქართველ ხალხს ამ დიდ დანაკლისს” – საქართველოში ისრაელის ელჩის სამძიმარი

“ვუსამძიმრებ ეკლესიასა და ქართველ ხალხს ამ დიდ დანაკლისს” – საქართველოში ისრაელის ელჩის სამძიმარი.

“ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ.

ვუსამძიმრებ ეკლესიასა და ქართველ ხალხს ამ დიდ დანაკლისს.

დალოცვილი იყოს მისი ხსენება და კვლავაც აგრძელებდეს სიცოცხლეს მისი მემკვიდრეობა” – წერს საქართველოში ისრაელის ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია სოციალურ ქსელში.

ილია მეორე 17 მარტს საღამოს გარდაიცვალა. ის კუჭიდან ძლიერი სისხლდენის გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. 93 წლის პატრიარქი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა და მის მკურნალობაზე ექიმების კონსილიუმი მუშაობდა

იტვირთბა....