ირანის უზენაესმა ლიდერმა აშშ-თან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზება უარყო,- ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, თეირანს ორმა შუამავალმა ქვეყანამ აშშ-თან დაძაბულობის დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებები გადასცა, თუმცა ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ შეთავაზებებს უარით უპასუხა.
ასევე, ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, მოჯთაბა ხამენეიმ საგარეო პოლიტიკის საკითხზე გამართულ პირველ სხდომაზე აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ შურისძიების „ძალიან მკაცრი და სერიოზული“ პოზიცია დააფიქსირა.
მისი თქმით, შეხვედრაზე უზენაესმა ლიდერმა განაცხადა, რომ „მშვიდობისთვის შესაფერისი დრო არ არის, ვიდრე აშშ-ისა და ისრაელის დაჩოქება არ მოხდება, ვიდრე ისინი მარცხს არ აღიარებენ და კომპენსაციას არ გადაიხდიან“.
ირანელმა ოფიციალურმა პირმა არ დააკონკრეტა, შეხვედრას ირანის უზენაესი ლიდერი პირადად დაესწრო თუ არა.

