როგორც პოლიტპატიმარი, ძალიან მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას და სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია წერილში წერს.
როგორც ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში, აღნიშნავს, ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს, ვიდრე ზოგიერთმა მის შიგნით, რაც ხოშტარიას შეფასებით, გასაკვირია.
„შეგნებულად თავს ვიკავებდი პარტიული „დოქტრინების“ განხილვისგან, არც ახლა ვაპირებ. საზოგადოებამ და შედეგმა განსაჯოს.
ამასთანავე, რადგან ერთ-ერთი პარტიის „დოქტრინის“ ნაწილია პოლიტპატიმრებზე მოლაპარაკებები „რუსულ ოცნებასთან“, როგორც პოლიტპატიმარი, ძალიან მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას და სიტყვის წარმოთქმასაც კი.
გასაკვირია, რომ ეს პოზიცია, ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს, ვიდრე ზოგიერთმა მის შიგნით.
რუსთავის ქალთა ციხე“, – წერს ხოშტარია წერილში, რომელიც მის „ფეისბუქზე“ გავრცელდა.

