აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“კაია კალასი საქართველოსთვის რამე კარგს რომ არ გააკეთებს, ვიცით, მაგრამ მისი ძალისხმევა უკვე სასაცილო ხდება” – თენგიზ შარმანაშვილი

კაია კალასი საქართველოსთვის რამე კარგს რომ არ გააკეთებს, ვიცით, მაგრამ მისი ძალისხმევა უკვე სასაცილო ხდება, – ამის შესახებ თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს უფრო დეტალურად შემდეგ შეხვედრაზე განიხილავენ.

მისი თქმით, „მსოფლიო დარწმუნდა, რომ ეს ადამიანი არაობიექტურია“.

„მას ამერიკიდან საერთოდ არ ხვდებიან. გადაწყვეტილებები ხალხს არ შეეხება, იმდენად უაზრო ნაბიჯებს დგამენ. თუ ასე გინდათ, ჩემს დიპპასპორტს საერთოდ გაჩუქებთ, საერთოდ არ მჭირდება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ამასთან, დეპუტატმა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა, რომ „როცა დასკვნა წინასწარ არის დაწერილი და სილამაზის გამო ჩამოდიან, რომ ვინმეს დაანახონ, [თითქოს] ინფორმაციას აგროვებს, ასეთ პროცესს არანაირი აზრი არ აქვს“.

მისი თქმით, ყველაზე კარგად თავად იციან, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ეს პროცესი კრახისთვის არის განწირული.

„პატრიცია ჟებეკმა, რომელმაც მოამზადა ვითომ ეს მოხსენება, რომელიც წინასწარ იყო დაწერილი, განაცხადა, რომ არ ვგულისხმობდი, რომ რაიმე სამართლებრივი პროცედურა უნდა დაიწყოსო. ცოტა ხნის წინ ვთქვით, რომ სასამართლოს რომ მიმართონ, ეს მათ სასამართლო პროცესად გადაიქცევა-თქო და მაშინ, ამას ქილიკით შეხვდნენ და ახლა მისი განმარტება ნახეთ. თავად ყველაზე კარგად იციან, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ეს პროცესი კრახისთვის არის განწირული. მისი განმარტებები გადაიკითხეთ და ყველაფერს მიხვდებით. საქართველოს მთავრობამ კითხვებს განმარტებები წერილობითაც კი გადასცა, მაგრამ ამის მიუხედავად, ერთი სიტყვით ახსენა, რომ მთავრობისგან განმარტებები მიიღო, მაგრამ მოხსენებაში მხედველობაში არანაირად არ მიუღია. მოყვანილი ფაქტები არც უარყო, არც მოსაზრებები გააკრიტიკა და არც გაიზიარა. როცა დასკვნა წინასწარ არის დაწერილი და სილამაზის გამო ჩამოდიან, რომ ვინმეს დაანახონ, [თითქოს] ინფორმაციას აგროვებს, ასეთ პროცესს არანაირი აზრი არ აქვს”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

იტვირთბა....