აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“გერმანია მზადაა, მხარი დაუჭიროს დიპლომატიურ ძალისხმევას ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლის უზრუნველსაყოფად, თუმცა სამხედრო მონაწილეობას არ მიიღებს, ეს ჩვენი ომი არ არის” – ბორის პისტორიუსი

ეს ჩვენი ომი არ არის, – ასე უპასუხა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტრორიუსმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას ჰორმუზის სრუტის დასაცავად მისიის დაწყების შესახებ.

პისტორიუსის თქმით, გერმანიის მთავარი პასუხისმგებლობა ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგი და ატლანტიკის რეგიონია.

„რას ელოდება დონალდ ტრამპი ჰორმუზის სრუტეში რამდენიმე ევროპული ფრეგატისგან, რასთან გამკლავებაც აშშ-ის ძლიერ საზღვაო ფლოტს მარტო არ შეუძლია? ეს არის კითხვა, რომელსაც მე ვსვამ. გერმანია სამხედრო მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ბერლინი მზადაა, მხარი დაუჭიროს დიპლომატიურ ძალისხმევას ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლის უზრუნველსაყოფად. ეს ჩვენი ომი არ არის, ჩვენ არ დაგვიწყია. ჩვენ გვსურს დიპლომატიური გადაწყვეტილებები და სწრაფი დასასრული, მაგრამ რეგიონში მეტი სამხედრო გემის გაგზავნა სავარაუდოდ ამას არ შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა ბორის პისტორიუსმა.

იტვირთბა....