აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, გაანადგურონ ტერორისტული ინფრასტრუქტურა ლიბანის საზღვართან მდებარე სოფლებში, რათა თავიდან აიცილონ საფრთხეები და „ჰეზბოლას“ დაბრუნება” – ისრაელ კაცი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელმა ლიბანში „სახმელეთო მანევრი“ დაიწყო.

„პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, იმოქმედონ და გაანადგურონ ტერორისტული ინფრასტრუქტურა ლიბანის საზღვართან მდებარე საკონტაქტო სოფლებში, რათა თავიდან აიცილონ საფრთხეები და „ჰეზბოლას“ დაბრუნება“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

მისივე თქმით, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ქმედებების გამო სამხრეთ ლიბანის ათასობით მცხოვრები სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

ამასთან, ისრაელ კაცმა აღნიშნა, რომ დაჯგუფების ლიდერი ნაიმ ყასემი მალე ჯოჯოხეთში მოხვდება.

„ნაიმ ყასემს თუ ასე ენატრება ჰასან ნასრალა და ალი ხამენეი, ის მალე შეძლებს, მათ ჯოჯოხეთის სიღრმეში შეხვდეს ბოროტების ღერძის ყველა წევრთან ერთად“, –  განაცხადა ისრაელ კაცმა.

იტვირთბა....