აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კირ სტარმერი აცხადებს, რომ ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის „სიცოცხლისუნარიანი გეგმის შემუშავებაზე“ მუშაობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი, მოკავშირეებთან ერთად, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის „სიცოცხლისუნარიანი გეგმის შემუშავებაზე“ მუშაობს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერის თქმით, აშშ-ის ოპერაციამ მნიშვნელოვნად შეასუსტა ირანის „საზიზღარი რეჟიმის“ სამხედრო შესაძლებლობები.

მისივე განმარტებით, კონფლიქტის შემდეგ საჭირო იქნება რაიმე სახის „მოლაპარაკებებით მიღწეული შეთანხმება“, რომელიც შეზღუდავს ირანის შესაძლებლობას, აღადგინოს თავისი ბირთვული პროგრამა და, ამავდროულად, უზრუნველყოს საერთაშორისო გადაზიდვები.

„ეს არ არის მარტივი ამოცანა. სწორედ ამიტომ დიდი ბრიტანეთი ყველა ჩვენს მოკავშირესთან ერთად მუშაობს, რათა შეიმუშაოს სიცოცხლისუნარიანი გეგმა რეგიონში ნავიგაციის თავისუფლების აღსადგენად“, – განაცხადა კირ სტარმერმა.

ამასთან, სტარმერმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის პირველი პრიორიტეტი რეგიონში საკუთარი მოქალაქეების დაცვაა. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი არ ჩაერთვება უფრო ფართო ომში.

იტვირთბა....