ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანში, შირაზსა და თავრიზში „ფართომასშტაბიანი“ საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს.
ისრაელის სამხედრო ძალების თქმით, დარტყმები ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურული ობიექტების წინააღმდეგ ხორციელდება. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ირანიდან ბალისტიკური რაკეტის ახალი გაშვება შენიშნეს.
ირანის ბალისტიკური რაკეტის გაშვების ფონზე, ჩრდილოეთ ისრაელში განგაშის სიგნალები ხმა ისმის. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია ირანიდან კიდევ ერთი რაკეტის გაშვების შესახებ, რის გამოც იერუსალიმის ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების სისტემა ჩაირთო.

