ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ის ელჩის მოადგილე: კონგრესმენ რასელის ეს განცხადება არ წარმოადგენს აშშ-ს მთავრობის პოზიციას

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი კონგრესმენ რასელის იმ გამცხადებას გამოეხმაურა, სადაც კონგრესმენმა საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პუტინის მეკავშირეობაში დაადანაშაულა და ამერიკისა და ევროპის ბანკებს მისი ანგარიშების დაბლოკვა სთხოვა.

ნიკოლას ბერლინერის განცხადებით, კონგრესმენებს აქვთ სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მთავარია ის, რომ ეს განცხადება არის კონგრესმენ რასელის პირადი მოსაზრება და არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების პოზიციას
“კონგრესის ყველა წევრს აქვს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მთავარია ის, რომ ეს განცხადება არ წარმოადგენს აშშ-ს მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის პოზიციას”.– თქვა ბერლინერმა.

იტვირთბა....