საქართველოში არაფერი შეცვლილა, სიტუაცია არ გაუმჯობესებულა. ვიცით, რა სურს ქართველ ხალხს, რას იმსახურებენ, მაგრამ მათი მთავრობა ნამდვილად არ არის დაინტერესებული ევროპული გზით, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, „ევროსკოპის“ კითხვაზე, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნის ევროპულ გზას აფერხებს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „ჩვენ სრული ნდობა გვაქვს, რომ ქართველი ხალხი სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს და შეასრულებს ვალდებულებებს ევროპის მიმართ, იმისთვის, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს“.

