ახალი ამბები

“ქართული ოცნება” ამოკლებს თავის გზას ჰააგის ტრიბუნალისკენ საკუთარი განცხადებებით…” – ირაკლი კუპრაძის პასუხი შალვა პაპუაშვილს

“ქართული ოცნება” ამოკლებს თავის გზას ჰააგის ტრიბუნალისკენ საკუთარი განცხადებებით…” – ასე პასუხობს “ძლიერი საქართველო – ლელოს”  გენერალური მდივნი შალვა პაპუაშვილს. 

“არ აქვს სალაპარაკო “ლელოსთან”” – თქვა ჰააგის ტრიბუნალისკენ მიმავალმა პაპუაშვილმა. “ქართული ოცნება” ამოკლებს თავის გზას ჰააგის ტრიბუნალისკენ საკუთარი განცხადებებით… 
რეჟიმს მოუწევს დიალოგის და მოლაპარაკების დაწყება საქართველოს მოსახლეობასთან და პოლიტიკურ ძალებთან, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა…
“ლელოს” ეს განცხადება პაპუაშვილისთვის არ გაუკეთებია, ჩვენი განცხადება არის დოქტრინა – როგორ გამოვიყვანოთ ეს ქვეყანა იმ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელშიც საქართველო პაპუაშვილისნაირებმა შეიყვანეს და დატოვეს დაუცველი საერთაშორისო საფრთხეების წინაშე!”- წერს ირაკლი კუპრაძე. 

“ლელო ძლიერი საქართველოს“ ინიციტივას ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებების დაწყებასწთან დაკავშირებით “ოცნება“ უარით პასუხობს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, “მათ ლელოსთან სალაპარაკო არ აქვთ”.  

იტვირთბა....