დავით სონღულაშვილმა პლასტიკის ბოთლებით სასმელების რეალიზაციის აკრძალვაზე განმარტებას აკეთებს.
სონღულაშვილის მტკიცებით, პლასტიკის გამოყენების შეზღუდვა ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.
„დღეს ჩვენი ქვეყნისთვის პლასტიკი უდიდესი გამოწვევაა. ყოველწლიურად 6000 ტონაზე მეტი პლასტიკის ნარჩენი რჩება ქვეყანაში, რაც 600 მილიონზე მეტ ერთეულს შეადგენს. შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ერთის მხრივ ნარჩენების მართვის ნაწილში, მეორეს მხრივ, ჯანმრთელობის კუთხით. სწორედ ეს ორივე მიმართულება იყო მოტივატორი, რომ ამ მიმართულებით რეფორმები განხორციელებულიყო“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
სონღულაშვილი, თავისი მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის მსგავსად იძახის, რომ აღნიშნულ საკითხზე ბიზნესთან კონსულტაციები უკვე გაიმართა და კერძო სექტორი ცვლილებებს შეძლებს მოერგოს.
„როდესაც ერთი მიმართულება იცვლება, იქვე აუცილებლად ჩნდება სივრცე და შესაძლებლობა ახალი მიმართულებების განვითარების. ბიზნესი ყოველთვის ახერხებს ადაპტირებას და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც მისი მიდგომა პასუხისმგებლიანია გარემოს მიმართ. ვფიქრობ, ბიზნესს ექნება შესაძლებლობა იზრუნოს გარემოზე, რაც ყოველთვის გამოარჩევდა ქართულ ბიზნესს“, – აღნიშნა დავით სინღულაშვილმა.
2027 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ბაზარზე გაზიანი, გამაგრილებელი სასმელების, ალკოჰოლის და მტკნარი წყლის პლასტიკის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა იგეგმება.

