ირანი არ იყოყმანებს აგრესორებთან დაპირისპირების დროს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
ირანული მედიის თანახმად, სატელეფონო საუბარში ფეზეშქიანმა დეტალურად ისაუბრა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე აშშ-სა და ისრაელის ოპერაციის მასშტაბებზე და აღნიშნა, რომ აგრესორები აგრძელებენ თავდასხმებს სხვადასხვა სამიზნეზე, მათ შორის სამოქალაქო ცენტრებზე.
ირანის პრეზიდენტმა კონკრეტულად მოიხსენია ირანის ორ კუნძულზე, ხარგის კუნძულსა და აბუ მუსას კუნძულზე ბოლო დროს განხორციელებული დარტყმები და აღნიშნა, რომ ეს თავდასხმები სპარსეთის ყურის გარკვეული ქვეყნების ტერიტორიიდან განხორციელდა.
„ირანის წინააღმდეგ სასტიკი თავდასხმებისთვის ამერიკის განკარგულებაში მიწისა და ობიექტების განთავსება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და კეთილმეზობლობის პრინციპს“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
მასუდ ფეზეშქიანმა გააკრიტიკა გარკვეული ევროპული ქვეყნების დესტრუქციული მიდგომა ისრაელისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერის მიმართ და მოუწოდა მათ, დაიცვან საერთაშორისო სამართალი და კანონის უზენაესობა გლობალურად.

