ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თეირანის მეჰრაბადის აეროპორტში გაანადგურეს თვითმფრინავი, რომლითაც აიათოლა ალი ხამენეი გადაადგილდებოდა. IDF-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი ორშაბათს ღამით, მიზანმიმართული საჰაერო დარტყმის შედეგად განადგურდა.
“თვითმფრინავის განადგურება არღვევს ირანის რეჟიმის კოორდინაციას „ღერძის“ ძალებთან, მის მცდელობებს სამხედრო ძალის გასაძლიერებლად და მის მცდელობას, აღადგინოს თავისი შესაძლებლობები“ – ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.
ირანის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია ისრაელის სამხედროების განცხადებაზე.

