ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე IRI-ის კვლევებს არ ენდობა. მისი თქმით, ამ კომპანიების დაკვეთით კვლევის ძირითად სამუშაოებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ქართული ორგანიზაციები ატარებენ.
„არის ძალიან სპეციფიური მიმართულება და მას სჭირდება ძალიან პროფესიონალი ადამიანები. თვითონ ეს ორგანიზაციები არ ახორციელებენ კვლევით სამუშაოებს ველზე, სადაც ხდება ადამიანების გამოკითხვა. ამ სამუშაოებს ასრულებენ ქართული კომპანიები, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი კომპანიები. კვლევებს რომ არ ვენდო, ამის საფუძვლიან ეჭვს მაძლევს მათ მიერ ჩატარებული ყველა კვლევა 2012 წლიდან მოყოლებული. ცდომილებები არის 30-40%, რაც არის კატასტროფა.“ – განაცხადა კახა კალაძემ
შეგახსენებთ, IRI-ის კვლევის მიხედვით საპარლამნტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 19%, ხოლო „თავისუფალ დემოკრატებს“ 13% უჭერს მხარს.