“როდესაც რუსული ტიპის რეჟიმს უკეთებ ასეთ შეთავაზებას, ასეთი დამამცირებელი პასუხი არის ბუნებრივი” – წერს სოციალურ ქსელში კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
“როდესაც რუსული ტიპის რეჟიმს უკეთებ ასეთ შეთავაზებას, ასეთი დამამცირებელი პასუხი არის ბუნებრივი და ერთადერთი შესაძლო შეუძლებელია ეს იყოს რამე პოზიტივის მომტანი საერთო ბრძოლისთვის ან თავად ლელოსთვის მიუხედავად ასეთი პასუხისა, როდესაც მსგავს პოლიტიკურ ნაბიჯს დგამ მეორედ, მესამედ, ეს ადამიანებში აჩენს ეჭვს რომ ოცნების დე ფაქტო მმართველობის მე-14 წელსაც არ გაქვს ბოლომდე გააზრებული რა ტიპის რეჟიმს ებრძვი და ყოველ ჯერზე, რატომღაც რეჟიმისგან ელი განსხვავებულ პასუხს გუშინ რუსთაველზე ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება რომ ლელოს ეს განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში. ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და ოცნების პასუხს. აგერ პასუხიც.” – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
დღეს პაპუაშვილმა ლელო-ს საპასუხოდ თქვა: “ლელოს რაც შეეხება, მათ ჩვენთან, ან ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს. ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათმა ზოგიერთმა წევრმა ელაპარაკონ სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებით საქმეები არის. ეს არის მთავარი პრობლემა. პრობლემაა არა ის რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემაა ის, რომ პოლიტიკურ დიალოგს ითხოვენ კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები”.
გუშინ ლელომ განაცხადა, რომ “აუცილებელია, გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების, ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასა” და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს”.

