აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ე.წ. უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს” – კესტუტის ბუდრისი

ე.წ. უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესება შეშფოთების საგანია.

„საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესება, რა თქმა უნდა, შეშფოთების საგანია და ჩვენ მას დღეს განვიხილავთ. ე.წ. აგენტების აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს. მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგებთან დისკუსიას იმაზე, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბუდრისმა.

იტვირთბა....