რა ფორმატში უნდა წარიმართოს სტუდენტებსა და სამთავრობო უწყებებს შორის შეხვედრები საკანონმდებლო ცვლილებების მოსამზადებლად, ამ თემაზე ამ წუთებში სტუდენტები და პრემიერი მსჯელობენ.
მთავრობის კანცელარიაში გიორგი კვირიკაშვილს „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები ხვდებიან. შევხედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
ცნობილია, რომ დღევანდელ შეხვედრას მთავრობის კანცელარიაში განათლების მინისტრიც ესწრება. თუმცა, კანცელარიაში მისვლამდე განათლების მინისტრი უნივერსიტეტის პროფესორებსაც შეხვდა.
„აუდიტორია 115“-ის წევრის ლევან ლორთქიფანიძის თქმით, მათ გუშინ დაუკავშირდნენ მთავრობის ადმინისტრაციიდან. მან აღნიშნა, რომ „აუდიტორია 115“-ის წევრების მოთხოვნები უცვლელია. ისინი განათლების ძირეულ რეფორმას ითხოვენ.