აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ე.წ „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს” – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

“ის, რომ საქართველოში სიტუაცია უარესდება, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. ამ საკითხს დღეს განვიხილავთ” – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს.

„ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ნამდვილად ღრმა შეშფოთებას იწვევს. მოუთმენლად ველი განხილო ჩემს კოლეგებთან ერთად ის, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კესტუტის ბუდრისმა.

იტვირთბა....