უკრაინამ 434 კვადრატულ კილომეტრზე კონტროლი აღადგინა და რუსეთის საოკუპაციო ძალების ახალი შეტევა ჩაშალა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთის არმიას შეტევას 2025 წლის ბოლოდან ამზადებდა და გაზაფხულზე მის დაწყებას გეგმავდა.
„ისინი ამ ოპერაციას ამზადებდნენ, ჩვენ კი კონტრშეტევით ნაბიჯებს, პარალელურ მოქმედებებს ვახორციელებდით. ჩვენ გვინდოდა ბრძოლის ველზე მასიური თავდასხმის თავიდან აცილება. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ოპერაცია წლის ბოლოს და ჩვენ 434 კვადრატულ კილომეტრზე კონტროლი აღვადგინეთ“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გადადგმული ნაბიჯები „ძალიან წარმატებული“ აღმოჩნდა და აგრესორი ქვეყანა ყოველთვიურად 30-35 ათას ადამიანს კარგავს.

