ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს მთავარ მოკავშირედ აშშ-ს მიიჩნევს

IRI-ს გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს მთავარ მოკავშირედ – შეერთებულ შტატებს, საფრთხედ კი რუსეთს განიხილავს.
კვლევის თანახმად, რუსეთს მთავარ საფრთხედ გამოკითხულთა 76% ასახელებს, რაც შეეხება მთავარ მოკავშირეებს, ისინი ასე გამოიყურებიან: შეერთებული შტატები (39%), აზერბაიჯანი (36%), უკრაინა (33%) და ევროკავშირი (31%).
გამოკითხულთა უმრავლესობა (67%) მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ კვლავ გრძელდება; 21%-ის აზრით, დასრულდა, თუმცა სავარაუდოდ განახლდება; მხოლოდ 6% მიიჩნევს, რომ რუსეთი აგრესია დასრულდა და არ გაგრძელდება, ასევე 6%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობა რუსეთთან ურთიერთობებს პოზიტიურად ავითარებს (17%- ძალიან პოზიტიურად, 42% – ნაწილობრივ პოზიტიურად), ხოლო 18% ამ ურთიერთობებს _ ნაწილობრივ ნეგატიურად, 8% კი ძალიან ნეგატიურად აფასებს.
გამოკითხულთა 65% რუსეთთან შემდგომი დიალოგის გაგრძელებას სრულად უჭერს მხარს, 20% – ნაწილობრივ, მაშინ როდესაც გასული წელს ეს მონაცემები შესაბამისად 76% და 16% იყო. გამოკითხულთა 12% ასეთი დიალოგის წინააღმდეგია.

IRI-ს მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წინა კვლევასთან შედარებით, 23%-ით არის შემცირებული და 25%-ს შეადგენს იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც ფიქრობს რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი 33%-ს შეადგენდა.
გამოკითხულთა 20%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
IRI-ს კვლევა 3-დან 28 თებერვლის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს სახით 1500 ადამიანი გამოიკითხა. რაც შეეხება ცდომილების მაჩვენებელს, ის 2,5%-ია.

იტვირთბა....