ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხიდაშელი: IRI-ის კვლევები ჩვენი პარტიისთვის საინტერესო არ არის

თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, IRI-ის კვლევები ,,რესპუბლიკურ პარტიასთან” მიმართებაში საინტერესო არ არის.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, კვლევის ჩატარების დროს იყო პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური ვითარება.

„ეს არ არის საინტერესო ჩვენს პარტიასთან მიმართებაში იმიტომ, რომ მაშინ პარტია არ იყო საარჩევნო სუბიექტი, ამიტომ ეს თემა არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიყავით კოალიცია ,,ქართული ოცნების,, წევრები. საერთოდ, რატომ იყო ცალკე სუბიექტად შეტანილი გაუგებარია. ალბათ, ასეთი კითხვა რომ გაჩენილიყო იმიტომ. აქედან გამომდინარე ეს არ არის ჩემთვის საინტერესო“. -განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, IRI-ის კვლევის მიხედვით საპარლამნტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 19%, ხოლო „თავისუფალ დემოკრატებს“ 13% დაუჭერდა მხარს.

იტვირთბა....