ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანი ღიაა მოლაპარაკებების გასამართად იმ ქვეყნებთან, რომელთაც სურთ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოდ შესვლა – აბას არაღჩი

ირანი ღიაა მოლაპარაკებების გასამართად იმ ქვეყნებთან, რომელთაც სურთ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოდ შესვლა – ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ გააკეთა.

“ჩვენ ღია ვართ იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენთან საუბარი მათი გემების უსაფრთხო გავლის შესახებ.

მე არ შემიძლია რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ხსენება, მაგრამ ჩვენ მოგვმართა არაერთმა ქვეყანამ, რომელთაც სურთ თავიანთი გემებისთვის უსაფრთხო გასასვლელი.

ეს ჩვენი სამხედროების გადასაწყვეტია და მათ უკვე გადაწყვიტეს, რომ სხვადასხვა ქვეყნის გემების ჯგუფს უსაფრთხოდ გავლის უფლება მისცენ, ამიტომ ჩვენ მათ უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ“ – განაცხადა მან.

იტვირთბა....