ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბაჰრეინის განცხადებით, ასობით ირანული რაკეტა და დრონი მოიგერიეს

ბაჰრეინმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დაწყების შემდეგ მისმა საჰაერო თავდაცვამ 125 რაკეტა და 211 დრონი მოიგერია – ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ბაჰრეინი, სადაც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტია განლაგებული, ირანის თავდასხმების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორისაა. ირანის დარტყმებმა დააზიანა პორტები, სასტუმრო, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და წყლის გამტკნარების ქარხანა.

იტვირთბა....