ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით ნარმანიას თქმით მერიაში ცვლილებები იგეგმება

გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მერიაში შესაძლოა, გარკვეული ცვლილება იგეგმებოდეს, თბილისის მერი, დავით ნარმანია, ეხმაურება, რომელიც აცხადებს, რომ “თანამდებობის დატოვების მიზნით განცხადებები არ დაწერილა”. თუმცა, ის მერიაში გარკვეულ ცვლილებებს არ გამორიცხავს.

„მერია ცოცხალი ორგანიზმია და გამორიცხული არ არის, რომ იყოს გარკვეული ცვლილებები,“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს სამგორის რაიონის გამგებელმა, მამუკა ჩოქურმა, თანამდებობა დატოვა, რასთან დაკავშირებითაც მერმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ჩოქურის შეცვლა არ იგეგმება.

 

იტვირთბა....