დიდი ბრიტანეთი, მოკავშირეებთან ერთად, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე მუშაობს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მდივანმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
“სრუტის ხელახლა გახსნა ყველას ინტერესებშია. ასევე, ვიტყვი, რომ ჩვენც გვჭირდება ამ კრიზისის დეესკალაცია, რადგან სრუტის ხელახლა გახსნის საუკეთესო და ყველაზე დამაჯერებელი გზა ამ კონფლიქტის დასრულებაა. დიდი ბრიტანეთის თვალსაზრისით, ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ვფიქრობთ, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, რომ პუტინს ამ საკითხებთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ. მაგრამ უფრო ფართო სურათი ის არის, რომ ჩვენ უნდა ვცადოთ ამ კონფლიქტის დასრულება, არავის ინტერესებშია, რომ ეს კონფლიქტი კვირების და თვეების განმავლობაში გაგრძელდეს“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მდივანმა.

