ახალი ამბები მთავარი

დიალოგის, მოლაპარაკებების ადგილი არის საქართველოს პარლამენტი, „ლელო“ დღეს ცდილობს ორიოდე წლის წინ მის მიერ შეცდომით, თუ დანაშაულით გადადგმული ნაბიჯების გამოსწორებას – მათიკაშვილი

დიალოგის, მოლაპარაკებების ადგილი არის საქართველოს პარლამენტი, „ლელო“ დღეს ცდილობს ორიოდე წლის წინ მის მიერ შეცდომით, თუ დანაშაულით გადადგმული ნაბიჯების გამოსწორებას – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

“ქვეყნის კონსტიტუციით მოცემული შესაბამისი ფორმატი გულისხმობს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და შემდგომ უკვე იმ მხარდაჭერის მიხედვით მიღებული მანდატებით სარგებლობას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. სწორედ ის არის ადგილი უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლის, შესაბამისი პოლიტიკური შეხედულებების ერთმანეთისთვის გაცნობის. იმ რაღაც ე.წ. მექანიზმს, რომელიც მოიგონა დღეს „ლელომ“ და ცდილობს ორიოდე წლის წინ მის მიერვე შეცდომით, თუ დანაშაულით გადადგმული ნაბიჯების გამოსწორებას, ბუნებრივია, არანაირი საფუძველი და ადგილი რეალობაში არ აქვს. დაელოდონ არჩევნებს, 2028 წელი არც ისე შორს არის, ეცადონ, მოიპოვონ მხარდაჭერა – რისი იმედიც ნამდვილად არ მაქვს მათი, პრაქტიკულად, განულებული რეიტინგიდან გამომდინარე – და საქართველოს კონსტიტუციური დანაწესების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში მოახდინონ შესაბამისი დიალოგის წარმართვა, საზოგადოებისგან მინიმალურ მხარდაჭერას მაინც თუ მიიღებენ “ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

იტვირთბა....