ჩვენ ვიმუშავებთ უნგრეთის ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან, ვისაც სურს უკრაინასთან მშვიდობიანად ცხოვრება – აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ჩვენ არანაირად არ ვავრცელებთ ნეგატივს, სიძულვილს ან უპატივცემულობას უნგრელი ხალხის ან ეროვნული უმცირესობების მიმართ, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან და ეს ყველამ იცის, იმისგან განსხვავებით, რაც უნგრეთში მოქმედი მთავრობის ინიციატივით ხდება.
ჩვენ ვიმუშავებთ უნგრეთის ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან, უნგრეთში ნებისმიერ ადამიანთან, ვისაც სურს მუშაობა, უკრაინასთან მშვიდობიანად ცხოვრება, არ დაბლოკონ ჩვენი გეოპოლიტიკური არჩევანი და იყვნენ კარგი მეზობლები“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

