ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინამ 300-მდე დრონით შეუტია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიას დღის განმავლობაში 300-მდე დრონით შეუტიეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, აქედან 65 დრონი მოსკოვისკენ გაუშვეს.

14 მარტს ღამით უკრაინული დრონების შეტევის შესახებ „ტელეგრამზე“ ასევე დაწერა ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა. მისი თქმით, დღის განმავლობაში რეგიონში 128 უპილოტო აპარატი გაანადგურეს.

მოსკოვის მერის განცხადებით კი, რუსეთის დედაქალაქში 11 საათში 65 დრონი ჩამოაგდეს.

იტვირთბა....