ირანთან შეთანხმებისთვის პირობები ჯერ საკმარისად კარგი არ არის – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპმა უარი თქვა, დაეზუსტებინა, რა პირობებით არის მზად, შეწყვიტოს ომი ირანის წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლოა, შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყოს თეირანის მიერ ნებისმიერი ბირთვული ამბიციის უარყოფა.
ტელეკომპანია „ენბისისთან“ ინტერვიუში ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოხატა მზადყოფნა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩაერთოს, თუმცა არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.

