ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ხარგის კუნძულზე იერიში მიიტანეს 90-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე

ხარგის კუნძულზე ირანის 90-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დავარტყით, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს.

“გასულ ღამეს, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ხარგის კუნძულზე ფართომასშტაბიანი ზუსტი დარტყმები განახორციელა. დარტყმების შედეგად საზღვაო ნაღმების საწყობები, რაკეტების შესანახი ბუნკერები და უამრავი სხვა სამხედრო ობიექტი განადგურდა“, – აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.

შეგახსენებთ, ხარგის კუნძულზე დარტყმების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაავრცელა.

იტვირთბა....